პროექტის სახელი-------------“საქართველო––რუსეთი , ორი მართლმადიდებელი ქვეყანა.“
პროექტის მოკლე აღწერა–––––
ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეები ისწავლიან როგორც ჯგუფში ასევე ინდივიდუალურად მუშაობას, კვლევა–ძიების,შეჯერების, მსგავსებისა და განსხვავების პოვნას. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით მოიძიებენ ქართველი და რუსი წმინდანების ცხოვრების ამსახველ საინტერესო ეპიზოდებს. შეეცდებიან იპოვონ ეკლესია–მონასტრებს შორის მსგავსება და განსხვავება.მოიძიონ თუ რომელ წმინდანთა სახელებია გავრცელებული უფრო მეტად ამ ორ ქვეყანაში. შეძლონ დასკვნის გაკეთება კვლევა ძიების ბოლოს.
პროექტის სრული აღწერა
უკეთესი შედეგის მიზნით მასწავლებელი აკეთებს მოკლე ექსკურსს ამ თემის გარშემო.აწვდის მოსწავლეებს იმ მასალას,რომელიც დაეხმარება მათ ამ საკითხის გადაწყვეტაში.
რუსეთის,როგორც ერთმორწმუნე ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით შესთავაზებს ბავშვებს თემას “საქართველო–რუსეთი,ორი მართლმადიდებელი ქვეყანა.“
ყოფს კლასს ორ ჯგუფად და თითოეულ მათგანს აძლევს შემდეგ დავალებებს:
I ჯგუფი
მოიძიონ ქართველ წმინდანთა მოწამეობრივი ცხოვრება (წმინდა ნინო,ამბროსი ხელაია)მასწავლებელი მიუთითებს, რომ ამ მასალის მოპოვება მათ შეუძლიათ ისტ–ს, წიგნების, სურათების მეშვეობით.
II ჯგუფი
მოიძიონ რუსი წმინდანების ცხოვრება (წმინდა მატრიონა, წმ. გიორგი–ქ. მოსკოვის მფარველი.)
ეძლევათ მითითება მასალა მოიპოვონ ისტ–ში, წიგნებში, მოიძიონ მათი ხატები.
ორივე ჯგუფს ეძლევა დავალება მოპოვებული მასალა განიხილონ მასწავლებელთან ერთად,რის შემდეგაც გააგრძელონ კვლევა, ისტ–დან გადმოიწერონ რუსული და ქართული ეკლესია–მონასტრების სურათები,დაკვირვების შედეგად დაასკვნან რა მსგავსება ან განსხვავება იპოვეს მათ შორის.ასევე მიეცათ ჯგუფებს შემდგომი დავალება:
I ჯგუფი
რომელი წმინდანების სახელებია გავრცელებული საქართველოში (მდედრ. მამრობ.)
II ჯგუფი
რომელი წმინდანების სახელებია გავრცელებული რუსეთში (მდედრ. მამრ.)
შემდგომ ჯგუფები კლასს წარუდგენენ ერთმანეთის გამოკვლევებს , შეაჯერებენ და იპოვიან თუ რომელი წმინდანების სახელებია ყველაზე მეტად გავრცელებული ორივე ქვეყანაში და
არის თუ არა ისეთი სახელები , რომელიც საერთოა ორივე ქვეყნისთვის.
მოხდება პროექტის პრეზენტაცია.
მონაწილეთა ასაკი 15 წლის.
ვადები/ხანგრძლივობა 4 თვე.
მიზნები/მოსალოდნელი შედეგები.
ჩემი მიზანია, მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ მეზობელი–ერთმორწმუნე ქვეყნის კულტურა.საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მეგობრობა , სამწუხაროდ ირღვევა.ამ პროექტით მოსწავლეები გაეცნობიან იმ ღირებულებებს, რამაც უნდა გადაარჩინოს ორი ქვეყნის ურთიერთობა.ასევე ისწავლიან , თუ რა ხერხებით უნდა მოიპოვონ სასურველი ინფორმაცია,ისწავლონ ერთად , ჯგუფში მუშაობა,ისტ–ში ორიენტირება.შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე პარალელს ავლებს უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის და პოულობს მსგავსებასა და განსხვავებებს.გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს,მოიძიებს დამატებით ცნობებს.
შედეგი მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე შეძლებს დაახასიათოს რელიგიების ჩასახვისა და განვითარების მნიშვნელოვან ეტაპები, როგორც საქართველოს ასევე რუსეთის ტერიტორიაზე.მსჯელობს რელიგიის დანიშნულებასა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში.ადარებს მის კუთხეში არსებულ რელიგიას მეზობელი ქვეყნის რელიგიას და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს,დღესასწაულებს.რომელი წმინდანია ყველაზე მეტად გავრცელებული.
სარგებელი სხვებისთვის:
ეს პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება უფრო ახლოს გაიცნოს მეზობელი ქვეყნის კულტურა.ეს ნაშრომი კი საინტერესოა იმითაც, რომ შესრულებულია მათივე თანატოლების მიერ და რუსეთს წარმოგვიდგენს სხვა კუთხით ,ამ შემთხვევაში, როგორც ერთმორწმუნეს და მეზობელს, ვისთანაც იარაღის გარდა შეიძლება კულტურის ენაზე საუბარიც.
სამუშაო ენა ––––რუსული.
პროექტის ფასილიტატორი–ნინო ხორგუანი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა–khorguaninino@gmail.com
პროექტის ვებ.ბვერდი/ბლოგი